რატი იონათამიშვილი: გახარია ხვდება ხაზარაძეს, მელია-გვარამიას, ჯაფარიძე – თავის ფოტოგრაფებს, ამითი შემოიფარგლება მათი საარჩევნო კამპანია – მოსახლოებას ემალებიან, არავის ხვდებიან გარდა ერთმანეთისა
„მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს ზუსტად ველზე მუშაობა და ესენი რას აკეთებენ? მოსახლეობას ემალებიან, არავის ხვდებიან გარდა ერთმანეთისა”, – განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
„გახარია ხვდება ხაზარაძეს, მელია-გვარამიას, ჯაფარიძე – თავის ფოტოგრაფებს და ა.შ. ამით შემოიფარგლება მთელი მათი საარჩევნო კამპანია“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია 27 ოქტომბრისთვის ემზადება.
„მათ კარგად იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ რაიმენაირად ქვეყანაში ქაოსი უზრუნველყონ და ამიტომ ჰგონიათ, რომ 27 ოქტომბერს ამას მეტად შეძლებენ. სინამდვილეში ისინი ხელმოცარულები არიან და წარმატების მიღწევის შანსიც არ გააჩნიათ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.