leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: გამარჯვება, რომელსაც მოვიპოვებთ, გარდაუვალია

„26 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვინაიდან ამ დღეს მარტივ, მაგრამ თავისი დატვირთვით, ძალიან რთულ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. ეს არის, რას ვირჩევთ ჩვენ ზოგადად. ვირჩევთ ღირსებას თუ უღირსობას. ვირჩევთ დამოუკიდებლობას თუ მონობას. ვირჩევთ მშვიდობას თუ ომს. ამ არჩევანში ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა ერთმანეთის თანამოზიარე და თანამებრძოლიც არის”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“.

მისი თქმით, წინასაარჩევნო შეხვედრებიდან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია და ეს აფრთხობთ შიდა და გარე აქტორებს.

„ჩვენ, პარტიის ძალა, ვინც ესაუბრება ქართველ ხალხს, არის ახლოს ჩვენს საზოგადოებასთან და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საზოგადოების კარნახითა და დაკვეთით და ვართ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. ამას გრძნობენ ზუსტად ჩვენი თანამოქალაქეები და ამიტომაც არის ჩვენი ყოველი შეხვედრა ასეთი ერთსულოვანი, ასეთი პოზიტიური. ზუსტად იმ ღირებულებებით სავსე, რაც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის. ამიტომ აქ უკვე ჩანს, რომ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ, ჩვენი ქვეყნისთვის ერთად მოვიპოვებთ, გარდაუვალია. ამიტომ სულ უფრო მეტად შეშინებული და დამფრთხალნი არიან შიდა და გარე აქტორები. ვისაც არც კეთილდღეობა უხარია ჩვენს ქვეყანაში, არც მშვიდობა უხარია. არც ის უხარია, რომ ღირსება გვაერთიანებს და ამ ყველა ფასეულობებს ჩვენს ქვეყანაში ებრძვის ზუსტად იმიტომ, რომ მათ აწყობთ აქ იყოს ქაოსი, მათ აწყობთ აქ იყოს განუკითხაობა. ვინაიდან ქაოსისა და განუკითხაობის შემთხვევაში უფრო მარტივად შეძლებენ თავიანთი მზაკვრული გეგმების განხორციელებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ