leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი ზუგდიდში დაპირისპირებაზე: როგორ უნდა დაეცეს ადამიანი და პარტია, როდესაც საარჩევნო შეხვედრის დროს დევნილებთან მიხვიდე და იძალადო

„როგორ უნდა დაეცეს ადამიანი და პარტია, რომ საარჩევნო შეხვედრის დროს დევნილებთან მიხვიდე და იქ იძალადო”, – ასე გამოეხმაურა ანი წითლიძის და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრების მიმართ ზუგდიდში მოსახლეობის დაპირისპირებას გადაცემა „იმედი LIVE“-ში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

„ეს მოქნეული ფეხი თუ ხელი ხომ არის დევნილების მიმართ მოქნეული?! ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დევნილების მიმართ მოქნეული ხელი – ასეთი დამოკიდებულება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ დევნილებისა და საზოგადოების მიმართ. ისინი ყველას მტრებად მიიჩნევენ, გარდა საკუთარი დავალების მიმცემებისა, სინამდვილეში ვისი მონებიც არიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ