left_sabechdi

გივი მიქანაძე: მიზანმიმართულად ხდება ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ახლოსაც არ არის სინამდვილესთან, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს საზოგადოებაში უკმაყოფილება, ამის დასტურია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე

“მიზანმიმართულად ხდება მედია-საშუალებების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ახლოსაც არ არის სინამდვილესთან, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს საზოგადოებაში უკმაყოფილება”, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ წინასაარჩევნო პერიოდში წარმოებულ ნეგატიურ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნული კამპანიის მაგალითად მოიყვანა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, არჩევნების შემდეგ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას აპირებს, რაც მოგვიანებით რიკარდ იოზვიაკმაც კი უარყო.

„ამის დასტურია 17 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეული იყო შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა, უფრო მეტიც, აღნიშნული დეზინფორმაცია რადიო „თავისუფალი ევროპის“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკიმაც კი უარყო”, –  განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე იხილეთ