left_sabechdi

გივი მიქანაძე: კონკრეტული დარღვევების არაერთხელ საჯაროდ და სისტემატურად გაჟღერების მიუხედავად, ამ დრომდე, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არც წინა და არც ამ ბრიფინგში გაჟღერებული არცერთი ფაქტი თავის ანგარიშში არ აუსახავთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებებისა და სხვა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ ისაუბრა.

ამასთან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ არაერთხელ საჯაროდ გაჟღერებული დარღვევების მიუხედავად, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არც ერთი ფაქტი ანგარიშში არ აუსახავთ, მეტიც, მათ განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ, რაც კონკრეტული მხარის სასარგებლოდ მათ პოზიციონირებაზე მეტყველებს.

„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ მიერ კონკრეტული დარღვევების არაერთხელ საჯაროდ და სისტემატურად გაჟღერების მიუხედავად, ამ დრომდე, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“, „გამჭვირვალობა საქართველო“) არც წინა და არც ამ ბრიფინგში გაჟღერებული არცერთი ფაქტი თავის ანგარიშში არ აუსახავთ და ელემენტარული განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ, რაც ცალსახად ადასტურებს მათ მიკერძოებასა და კონკრეტული მხარის სასარგებლოდ პოზიციონირებას.

აქვე გაცნობებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ფეისბუქ-გვერდზე აიტვირთა დაპირებული ანგარიში, რომელიც ასახავს ჩვენ მიერ გამოვლენილ დარღვევებს 1 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

ასევე იხილეთ