ნათურის გამოცვლა, კარადების ზედა თაროების გაწმენდა, იქიდან ნივთების ჩამოღება, ფარდების ჩამოხსნა – დაკიდება, თუ თქვენთვისაც პრობლემაა, მაშინ დროა იფიქროთ, სახლის კიბის შეძენაზე.
ესაა ნივთი, რომელიც ყველა დიასახლისს სჭირდება, მაგრამ მისი ყიდვისას რატომღაც თამამები არ არიან ხოლმე.
ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ასახელებენ, არის ფართი მის შესანახად. თუმცა, დღეს უამრავი სხვადასხვა ტიპის კიბე არსებობს, რომელიც მარტივად იკეცება და აივანზე ან საკუჭნაოში პატარა ადგილს იკავებს.
როგორი ტიპის კიბეები არსებობს და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი შეძენისას?
არსებობს მისაყუდებელი, გასაშლელი, ბორბლებიანი, ორმხრივი, ცალმხრივი, და ტრანსფორმერი კიბეები.
რას ნიშნავს ორმხრივი და ცალმხრივი? ორმხრივია კიბე, რომელიც იშლება და ორივე მხარეს საფეხურები აქვს, ცალმხრივია, რომელსაც მხოლოდ ერთ მხარეს აქვს საფეხურები, მისაყუდებელი კი მისი სახელწოდებიდანაც ჩანს, საჭიროებს რაიმეზე მიყრდნობას გამოყენებისას.
რაც შეეხება ტრანსფორმერ კიბეებს, ისინი განსაკუთრებული პრაქტიკულობით გამოირჩევიან, რადგან იძლევიან საშუალებას, საჭიროების მიხედვით სასურველ ზომასა და ფორმაზე მოახდინოთ მისი ტრანსფორმირება.
მისაყუდებელი კიბეები, დაკეცვისას უფრო კომპაქტურია, მაგრამ პრაქტიკულობის თვალსაზრისით მას გასაშლელი კიბე სჯობს. გარდა ამისა, თუ ეს ნივთი ქალბატონმა უნდა გამოიყენოს საოჯახო საქმისთვის, უმჯობესია, შედარებით მსუბუქ ვარიანტზე შეაჩეროთ არჩევანი, მაგრამ სიმყარე ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში უსაფრთხოებისთვის და ასევე გამძლეობისთვის. მასალა იმდენად მყარი უნდა იყოს, რომ მალე არ იცვლიდეს ფორმას.
ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლის“ ონლაინ მაღაზია liloshop.ge ზემოთ ჩამოთვლილი კიბეების უდიდეს ასორტიმენტს გთავაზობთ.
სახლის კიბის შეძენა „ლილოშოპზე“ კარგი იდეაა, რადგან მარტივად, ონლაინ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი, მახასიათებლები ნებისმიერ პროდუქტს აღწერაში აქვს მითითებული, რაც საშუალებას იძლევა, წინასწარ იცოდეთ რა მოცულობისაა კიბე როგორც დაკეცილ, ასევე გაშლილ მდგომარეობაში, რამდენი საფეხური აქვს, რა მასალისგანაა დამზადებული და.ა.შ.
რაც შეეხება ფასებს, 149 ლარიდან იწყება და მოდელისა და ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად 600 ლარზე ადის.
„ლილოშოპი“ გაძლევთ საშუალებას, შეიძინოთ როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ან ბარათით გადახდით, ასევე ისარგებლოთ ონლაინ განვადებით.
განვადების შესავსებად სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ, მიუთითებთ თქვენს პირად მონაცემებს და გააგზავნით მოთხოვნას თქვენთვის სასურველ ბანკში, დაელოდებით სულ რამდენიმე წუთი და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ „ლილოშოპი“ იზრუნებს ნივთის თქვენთან მოტანაზე.