გოგა ხაინდრავა: ქ-ნო დანიგან! პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ამერიკული დემოკრატიის და მსოფლიოში ახალი, ლიბერალური წესრიგის დამყარების შედეგია?!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა X-ის საკუთარი გვერდიდან მიმართავს საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს:
„ქ-ნო დანიგან!
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტზე და ამჟამად პრეზიდენტობის ფავორიტ კანდიდატ დონალდ ტრამპზე, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ამერიკული დემოკრატიის და მსოფლიოში ახალი, ლიბერალური წესრიგის დამყარების შედეგია თუ მოქმედი ადმინისტრაციის წინასაარჩევნო ნოუ-ჰაუ?“