“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაღაროსკარის, ჩარგლისა და შუაფხოს მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე, ასევე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
„ადგილობრივებთან ბევრი ვისაუბრეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. საუბარმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, შევეხეთ როგორც ზოგად პრობლემებსა და გამოწვევებს, ასევე, ერთად არაერთი სამომავლო სასიკეთო გეგმა დავსახეთ,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული – დავით ნოზაძე, გუბერნატორის მოადგილე – გიგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – მაცაცო ნარიმანიძე , მერის მოადგილე – ოთო ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – კახა ჩიტაური.