leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი აცხადებს, რომ მშვიდობის მეორე სამიტმა უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცადებს, რომ მშვიდობის მეორე სამიტმა, რომლის ჩატარებაც წლის ბოლომდე იგეგმება, ქვეყანაში ომი უნდა დაასრულოს.

„ჩვენ უკრაინა მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ, რათა წელსვე ჩავატაროთ მშვიდობის მეორე სამიტი. ეს იქნება სამიტი, რომელიც ამ ომს წერტის დაუსვამს“, – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპაში ომის დასრულებაში ყველაა დაინტერესებული.

„მშვიდობა ომის გაყინვას ან საერთაშორისო სამართლით მანიპულაციებს არ ნიშნავს“, – დასძინა მან.

 

ასევე იხილეთ