ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სურს ომი, მაგრამ უფლება აქვს, იცხოვროს უსაფრთხოებასა და სიმშვიდეში.
„კვლავ ვიმეორებ: ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი. ჩვენ არ გვინდა ომი – არც დღეს, არც არასდროს. მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ სხვა ხალხის მსგავსად მშვიდობიანად, უსაფრთხოდ, სიმშვიდეში და დავაბრუნოთ ჩვენი ვაჟები და ქალიშვილები – მძევლები თავიანთ ოჯახებში და დევნილი მოქალაქეები ჩრდილოეთსა და სამხრეთში“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.