ისრაელის პრეზიდენტი: ისრაელს არ სურს ომი, მაგრამ უფლება აქვს, იცხოვროს უსაფრთხოებასა და სიმშვიდეში
ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სურს ომი, მაგრამ უფლება აქვს, იცხოვროს უსაფრთხოებასა და სიმშვიდეში.
„კვლავ ვიმეორებ: ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი. ჩვენ არ გვინდა ომი – არც დღეს, არც არასდროს. მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ სხვა ხალხის მსგავსად მშვიდობიანად, უსაფრთხოდ, სიმშვიდეში და დავაბრუნოთ ჩვენი ვაჟები და ქალიშვილები – მძევლები თავიანთ ოჯახებში და დევნილი მოქალაქეები ჩრდილოეთსა და სამხრეთში“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.