დავით მათიკაშვილი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების მცდელობაზე: ზღვარს ქვემოთ დაშვებული მორალის ადამიანები გაერთიანდებიან თუ არა საბოლოო შედეგზე ეს ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს
“არც გახარიას, არც “ლელოს” არავინ არაფერს არ ეკითხება რეალურად. ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაკვეთებს და დავალებებს ქვეყნის გარედან იღებენ”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაშიც მაქსიმუმ 6%-იანი პოლიტიკურ ძალას მივიღებთ.
„ეს რაღაც დაქორწინებაში გაჯიუტებაც არის იმისთვის გაკეთებული, რომ შემდგომ თუ კი ეს ორი ძალა გაერთიანდება საზოგადოებას ამცნონ, რომ როგორი რუტინული და წინააღმდეგობრივი შრომის მიუხედავად გაერთიანდა რაღაც შუაშისტური ძალები. ტყუილი, პოლიტიკური მარაზმი, რომელსაც წარმოადგენს ერთის მხრივ ხაზარაძე გახარიას რომ თვალთხარიას ეძახდა. და მეორე მხრივ გახარია, რომელიც ხაზარაძეს თაღლითს ეძახდა. ზღვარს ქვემოთ დაშვებული მორალის ადამიანები გაერთიანდებიან თუ არა საბოლოო შედეგზე რა თქმა უნდა ეს ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
ფაქტია და საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ორივე პარტიას ძალიან უჭრის გადალახოს საარჩევნო ბარიერი. მათი გაერთიანების შემთხვევაში მაქსიმუმ 6%-იან, ისიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ პოლიტიკურ ძალას თუ მივიღებდით. რომც გაერთიანდნენ, ეს ინება დავალების შესრულება და თუ კი ამისგან თავს შეიკავებენ ესეც იქნება იმ გადაწყვეტილების შედეგი, რომელსაც არც გახარია და არც ხაზარაძე რა თქმა უნდა არ მიიღებენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.