leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ჩვენ ვეტოს დავძლევთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „ქრონიკასთან“ აცხადებს, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დაადო, დაძლევენ.

„ჩვენ ვეტოს დავძლევთ. ეს ადამიანი (პრეზიდენტი) ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს. როგორც ჩანს ამას კონკრეტული ამოცანები გააჩნია, მაგრამ ცხადია, ამ ამოცანებს შესრულება არ უწერია“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარედგინა.

ასევე იხილეთ