გია აბაშიძე: ამერიკული ორგანიზაცია, მაკ-კეინის ინსტიტუტი მითითებას აძლევს ევროკავშირს, რომ დაგვასანქციროს – კარგი აღიარებაა
„ენ დი აის“ ყოფილი დირექტრისა და აწ უკვე მაკ-კეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი რომ ქართველთმოძულეა, არაა ახალი ამბავი. თურმე არჩევნების შედეგებსაც „გვიწყვიტავს“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მა-კეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს.
მისივე თქმით, ლორა თორნტონისნაირებისთვის მხოლოდ „ნაცები“ არიან ე.წ. ადამიანები, ამიტომ ასეთები არ უნდა შემოუშვან საქართველოში.
„ამერიკული ორგანიზაცია, მაკ-კეინის ინსტიტუტი მითითებას აძლევს ევროკავშირს, რომ დაგვასანქციროს, კარგი აღიარებაა. „ენ დი აის“ ყოფილი დირექტრისა და აწ უკვე მაკ-კეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი რომ ქართველთმოძულეა, არაა ახალი ამბავი. თურმე არჩევნების შედეგებსაც „გვიწყვიტავს“. მისნაირებისთვის მხოლოდ „ნაცები“ არიან ე.წ. ადამიანები. ასეთები არ უნდა შემოუშვან საქართველოში!“ – წერს გია აბაშიძე.