leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ჩვენი ხმა იქნება ხმამაღალი, ძლიერი და შეურყეველი – ეს იქნება პასუხი მშვიდობისთვის, ჩვენი ღირსებისთვის“ – „პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხელვაჩაურის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის  დელეგატი აჩიკო ბერიძე,  ხელვაჩაურში, თხილნარისა და ზედა თხილნარის  მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა ისაუბრა  26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეაჯამა განხორციელებული პროექტები, ასევე გაეცნო მოსახლეობის ამჟამინდელ საჭიროებებს.

„ხალხის მხარდაჭერა და მათი ნდობა ჩვენი გუნდისადმი მაძლევს განსაკუთრებულ ძალას და ენერგიას, რომ დავდგე საქართველოს მომავლის სამსახურში. 26 ოქტომბერი არ არის უბრალო არჩევნები – ამ დღეს ჩვენს არჩევანს განსაზღვრავს არა მხოლოდ პოლიტიკა, არამედ ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, ფასეულობები და ისტორია. მე მჯერა, რომ გაიმარჯვებს სწორედ ის, რაც საუკუნეების მანძილზე განამტკიცებდა ჩვენს ქვეყანას – ჩვენი რწმენა, თავისუფლება და სიყვარულით სავსე გულები,“ – განაცხადა  აჩიკო ბერიძემ.

დელეგატის თქმით, 26 ოქტომბერი იქნება დასაწყისი დიდი შერიგებისა  აფხაზ და ოს ძმებთან.

შეხვედრებს  ასევე ესწრებოდნენ მინდია დიასამიძე – დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ხელვაჩაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე და  საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

ასევე იხილეთ