leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ორ საწყობზე განხორციელებული იერიშების შედეგად უკრაინის თავდაცვის ძალებმა ათასობით ტონა საბრძოლო მასალა გაანადგურეს

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ორ საწყობზე განხორციელებული იერიშების შედეგად უკრაინის თავდაცვის ძალებმა ათასობით ტონა საბრძოლო მასალა გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხანძარი კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში მდებარე საწყობს გაუჩნდა, რომლის ტერიტორიაზეც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის გადაცემული საბრძოლო მასალაც იყო.

„რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოები გრძელდება“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

ამასთან, უკრაინის უშიშროების სამსახურმა თავდასხმა ტვერის ოლქში 23-ე არსენალის ტერიტორიაზე მდებარე იარაღის საწყობზეც განახორციელა.

18 სექტემბერს კი უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში მდებარე რუსეთის უდიდეს იარაღის საწყობზე. ექსპერტების შეფასებით, იქ 30 ათას ტონაზე მეტი ჭურვები ინახებოდა.

ასევე იხილეთ