leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე აშშ-სთან ურთიერთობაზე: ეს პროცესი აუცილებლად უნდა ჩადგეს კალაპოტში – ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამდით მზაობას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეს ამერიკაში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ამერიკაში პრემიერის ვიზიტი ძალიან საინტერესო იქნება.

„ჩვენი მხრიდან, ამ ვიზიტზე, მოვლენების მხოლოდ პოზიტიური განვითარების მოლოდინები იქნება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, აშშ-სთან ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება.

„ამ ურთიერთობების გადატვირთვა არჩევნებამდე ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ცდილობენ რომ რამენაირად, 1-2% მაინც შემატონ სასულდგმულოდ ოპოზიციას. საბოლოო ჯამში, ყველა შეუთანხმებლობა შეთანხმებით სრულდება, ეს პროცესი აუცილებლად უნდა ჩადგეს კალაპოტში. ჩვენ მზად ვართ და ყოველთვის გამოვთქვამდით მზაობას კონსტრუქციული ურთიერთობისათვის. არსებობს პარტნიორული ურთიერთობის წესები და როდესაც ამ წესებით დავიწყებთ ურთიერთობას, რა თქმა უნდა ეს კალაპოტში თავისთავად ჩადგება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ