1:1- ლეგენდების მატჩში ანგარიში გათანაბრდა. გოლი საქართველოს ნაკრებში მარკო ბორიელომ გაიტანა. მანამდე კი გიორგი დემეტრაძის მიერ გატანილი გოლით საქართველოს ნაკრებმა „მილანთან“ უპირატესობა მოიპოვა.
ლეგენდების მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები ხვდებიან.