მაია ბითაძე: ვხედავთ არასამთავრობო სექტორისა და რადიკალების მოუთმენელ სურვილს, რომ საქართველოს მოსახლოებას ჩამოერთვას ის, რაც მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ – ვიზალიბერალიზაციის ჩამორთმევის მოთხოვნა არის სამშობლოს ღალატი
“ვხედავთ არასამთავრობო სექტორისა და ჩვენი რადიკალების მოუთმენელ სურვილს, რომ საქართველოს მოსახლეობას ჩამოერთვას ის, რაც მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. ვიზალიბერალიზაციის ჩამორთმევის მოთხოვნა არის პირდაპირი ღალატი მათი სამშობლოსი, საქართველოს მოსახლეობის, რადგან ვიზალიბერალიზაცია მათ მოუპოვებიათ”, – განაცხადა „ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
„სამწუხაროა, როდესაც უცხოურ ანგარიშში გვესმის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან მხრიდან მოდის. რიტორიკა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მათი მხრიდან ხურდებოდა და აშკარად იკვეთებოდა, რომ მათ სწყინდათ ყველა ის წარმატება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ისიც გვახსოვს, მათი კარდაკარ სიარული, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ და ახლა ითხოვენ ყველაზე მტკივნეულს, მათი აზრით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის მტკივნეულია, როდესაც მესმის, რომ ამას, საქართველოს მოქალაქე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ითხოვს, რომელსაც არაფერი აქვს გაკეთებული გარდა იმ მავნებლობისა, რომელსაც ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნებისთვის“ ხელის შეშლა ჰქვია“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა„საქართველოს მეგობრების“ მისიის საფუძველზე, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტი ავრცელებს.