მაია ბითაძე: ევროკავშირის ელჩმა ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის გზის წარმატებულად დასრულებისთვის – საწყენია, როდესაც მისგან წინასწარი შანტაჟისა და ზეწოლის ნარატივი მოვისმინეთ
“ევროკავშირის ელჩმა ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს, აკეთებდა და გააკეთებს „ქართული იოცნება“ ევროინტეგრაციის გზის წარმატებულად დასრულებისთვის, ამიტომ ძალიან საწყენია, რომ ჩვენ ასეთი წინასწარი შანტაჟისა და ზეწოლის ნარატივი მოვისმინეთ მისგან”, – ასე აფასებს „ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.
„ჩვენ გვწამს, რომ ეს არის წინასაარჩევნო პერიოდისთვის გამოსაყენებელი ბოლო ინსტრუმენტები, რომლის მიზანი (მათი აზრით) არის მოსახლეობაზე ზეგავლენას მოახდენენ და მოსახლეობა პოზიციებს შეიცვლის და ხმას მისცემს იმ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო ბარიერსაც ვერ ლახავენ. ყველაზე ცუდი, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ვერ ხვდებიან არის, ის, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან კარგად იაზრებს იმას, რომ ეს არის ზეწოლის ბერკეტი საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰარჩინსკი აცხადებს, რომ თუ საქართველოში არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად, იძულებულები გახდებიან ბელორუსის არჩევნების შემდეგ გაკეთებული შეფასებები საქართველოშიც გაიმეორონ და არ აღიარონ არჩევნების შედეგები