leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა სრულად ეფუძნება დივერსიფიკაციას, ასევე სრულად ეფუძნება იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ყველა დარგი, ამ შემთხვევაში ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრია, განვითარდეს მდგრადად, თანმიმდევრულად

“ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა სრულად ეფუძნება დივერსიფიკაციას და პოლიტიკა ასევე სრულად ეფუძნება იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ყველა დარგი, ამ შემთხვევაში ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრია განვითარდეს მდგრადად, თანმიმდევრულად”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების უზრუნველყოფაზე გარკვეული პერიოდი მუშაობდნენ.

„ზოგადად, ავიაციის კომპლექსურობიდან გამომდინარე ჩვენ ხშირ შემთხვევებში არ გვაქვს ხოლმე იმის შესაძლებლობა, რომ წინასწარ ვისაუბროთ და გავაჟღეროთ, თუ რომელი ავიაკომპანიებია ის, ვისთანაც ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები.

იცით, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა სრულად ეფუძნება დივერსიფიკაციას და პოლიტიკა ასევე სრულად ეფუძნება იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ყველა დარგი და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრია განვითარდეს მდგრადად, თანმიმდევრულად. სწორედ, მიმდინარე კვირის მთავარი სიახლე ჩვენს ინდუსტრიაში ავიაკომპანია British Airway-ის შემოსვლა და easyJet-ის შემოსვლაც არის დემონსტრირება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის. ეს არის ზუსტად მაგალითი, თუ რა საქმიანობას ეწევა აღმასრულებელი ხელისუფლება იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს წვდომა ახალ, მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზართან, ეკონომიკურად საინტერესო სხვადასხვა მიმართულებების ჭრილში ასევე.

პროცესი იყო საკმაოდ რთული, კომპლექსური. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ. ცხადია, კოვიდ 19-მა თავისი წვლილი შეიტანა შენელების კუთხით, მაგრამ კოვიდ 19-ის შემდეგ, ის, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიამ ანახა უპრეცედენტო ზრდის დინამიკა, აღდგენის დინამიკა, მზარდია ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, მზარდია ევროპიდან, შორი მანძილის ქვეყნებიდან შემომავალი ტურისტების ნაკადები, ეს დაგვეხმარა ჩვენ ორივე ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების ლოგიკური წარმატებით დასრულებაში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ასევე იხილეთ