leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ბითაძე: რამდენიმე წელია ვაკვირდებით რამდენ მამრავლად დაიშალა და გადაეწყო „ნაციონალური მოძრაობა“ – მარტივად რომ ვთქვათ, სიაში ადგილებს ვერ იყოფენ

“ბოლო რამდენიმე წელია ვაკვირდებით რამდენ მამრავლად დაიშალა, გადაეწყო „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ მოვიხსენიებთ მათ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“, – განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

„ეს ადამიანები იძახდნენ რომ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის,რომ „ქართული ოცნება“ მოვაშოროთ და გავაგრძელოთ ის საქმე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო. რა უნდა გააგრძელონ, როდესაც საერთოდ არაფერში ერთვებიან და არაფერს აკეთებენ გარდა მავნებლობისა. ვხედავთ რამდენჯერ შეერთნენ და დაიშალნენ – მარტივად რომ ვთქვათ სიაში ადგილებს ვერ იყოფენ“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ასევე იხილეთ