left_sabechdi

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში იმ დანადგარებს ბომბავენ, რომელიც „ჰეზბოლას“ ისრაელზე თავდასხმისთვის უნდა გამოეყენებინა

“ისრაელი ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებს სამხრეთ ლიბანზე”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანზე შეტევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გამოავლინეს, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმას გეგმავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელი ლიბანში ბომბავს დანადგარებს, რომლებიც, სამხედროების მტკიცებით, უნდა გამოყენებულიყო ისრაელზე თავდასხმისთვის.

„მთლიანობაში, დღეს ჩვენ დავბომბეთ „ჰეზბოლას“, დაახლოებით, 400 გამშვები დანადგარი,“ – განაცხადა ჰაგარიმ.

სპიკერმა აღნიშნა ისიც, რომ ისრაელი ანადგურებს მეთაურებსა და ტერორისტებს.

ასევე იხილეთ