left_sabechdi

დიმიტრი პესკოვი: დასავლეთი შეპყრობილია რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით

“დასავლეთი შეპყრობილია რუსეთის ფედერაციასთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით”,  – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კიევისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სარაკეტო დარტყმების განხორციელების უფლების მინიჭება ესკალაციისკენ მიმავალი წითელი ხაზი არ გახდება.

„უპირველეს ყოვლისა, ისინი შეპყრობილნი არიან ჩვენთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით. ეს აკვიატება ყველაში განსხვავებულად იჩენს თავს“, – აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოცემა Times-თან ინტერვიუში გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაფრთხილებას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლების მინიჭება ნიშნავს, რომ დასავლეთი პირდაპირ ებრძვის რუსეთს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისთვის ამ უფლების მინიჭება ესკალაციის გამომწვევ წითელ ხაზად არ იქცევა.

ასევე იხილეთ