left_sabechdi

თეირანში გამართულ სამხედრო აღლუმზე ახალი ბალისტიკური რაკეტა და თავდასხმითი დრონები წარადგინეს

თეირანში გამართულ სამხედრო აღლუმზე ახალი ბალისტიკური რაკეტა და თავდასხმითი დრონები წარადგინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო კოსმოსური დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ ახალ რაკეტას ათას კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.

აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის თავდაცვა და შეკავების პოტენციალი იმდენად გაიზარდა, რომ ირანის წინააღმდეგ აგრესიას ვერავინ გაბედავს.

ასევე იხილეთ