left_sabechdi

ოთარ კაკაბაძე: წარმატება მარტივად არ მოდის. ფედერაციამ ძალიან დიდი შრომა გასწია

ოთარ კაკაბაძემ ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაში გაიხსენა და ის ბრწყინვალე დღეები, რომლითაც ერს უდიდესი სიხარული მიანიჭეს.

„ეს იყო ჩემი კარიერის საუკეთესო წლები. ის ბედნიერება, რაც ხალხს მოვუტანეთ, ალბათ, არასდროს დაგვავიწყდება, ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ მომენტს. ევროპის ჩემპიონატს ბავშვობიდან ტელევიზორში ვუყურებდი. საბოლოოდ ის დიდი ოცნება, რაც ყველას ერთად გვქონდა, ავიხდინეთ და ეს იყო უბედნიერესი პერიოდი. წარმატება ასე მარტივად არ მოდის. ძალიან დიდი შრომაა, რაც ფედერაციამ გასწია – სწორი მუშაობა წლების განმავლობაში. ჩვენ ერთი ფინალი წაგებული გვქონდა, ერთა ლიგის, საიდანაც საბოლოოდ აღმოვჩნდით ევროპის ჩემპიონატზე. ამ ყველაფერს მაშინ ძალიან ბევრი უიღბლობაც ახლდა; თუნდაც, ის, კოვიდპერიოდი, თუნდაც, ტრავმირებული ფეხბურთელები. ეს ყველაფერი ერთად ისე დალაგდა, რომ ამ თამაშს ყველა მაქსიმალურ ფორმაში შეხვდა“, – განაცხადა კაკაბაძემ.

ასევე იხილეთ