leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ინფორმაცია იყო სუსის მხრიდან გამოქვეყნებული, რომ საეჭვო მოძრაობებია დაწყებული არჩევნების არ ცნობასთან დაკავშირებით

„ჩვენი ოპონენტების კრიტიკა მომდინარეობს იქიდან, რომ ან ომში იქნები ან გაცხადებენ მტრად და თუ მტრად გაცხადებენ, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გაგაშავონ საერთაშორისო საზოგადოების თვალში და მოახდინონ ზეწოლა სანქციებით, ცუდი პიარით თუ სხვადასხვა ცრუ ანგარიშებით”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„30 წლის წინ, არც ვიცი, რა მოხდა, მაგრამ თურმე რაღაც მკვდარ ვეშაპს თავი მოაჭრა რობერტ კენედი უმცროსმა და იმის გამო, რომ ახლა მან ტრამპს დაუჭირა მხარი, ახლა გაახსენდათ ეს საქმე და ახლა დაიწყეს გამოძიება მის წინააღმდეგ და ესენი ჩვენ გველაპარაკებიან დემოკრატიაზე?

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ინფორმაცია იყო სუსის მხრიდან გამოქვეყნებული, რომ საეჭვო მოძრაობებია დაწყებული არამხოლოდ არჩევნების არ ცნობასთან დაკავშირებით, არამედ იქ არეულობის მოწყობაში ძალოვანი კომპონენტის ჩართვაც და შემთხვევითი არც ის იყო, რომ 18 წელ მისჯილი ხეჩუაშვილი შემოვიდა საქართველოში. ასეთი კრიმინალი ტყუილად რომ არ შემოვიდოდა ქვეყანაში ესეც ნათელია.

ამ ფონზე ძალიან მკაფიო იყო ის გზავნილები, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, სადაც პირდაპირ წერია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა რომ არ მოხდეს, უნდა ჩამოვიდეს ამერიკის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია, რომელმაც უნდა დაუჭიროს მხარი დემონსტრანტებს ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველა იმ კანონდამრღვევ „ენჯეოს“, რომელიც არ ასრულებს კანონის მოთხოვნას უნდა დაეხმარონ ფინანსურად, რომ მათ გადაუხადონ თანხები.ეს არის ძირგამომთხრელი მოღვაწეობა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ