leaderboard_below_slide
left_sabechdi

რამდენად ეფექტურია ფიზიოთერაპია?

ფიზიოთერაპია რეაბილიტაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაზიანებების,დაავადებების,ოპერაციების შემდგომ აღდგენის პროცესში და ა.შ. მისი ეფექტურობა დამოკიდებულია გამოყენებული თერაპიის სახეობაზე და პაციენტის ინდივიდუალურ ფაქტორებზე. ფიზიოთერაპია „ახალ ხედვაში“ სერვისების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი.

ძირითადი სფეროები,სადაც ფიზიოთერაპია განსაკუთრებით ეფექტურია არის:

  • ძვალ-კუნთოვანი დაზიანებები: ფიზიოთერაპია განსაკუთრებით ეფექტურია კუნთოვანი სისტემის ისეთ მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი, სახსრების პრობლემები და ა.შ. თერაპია ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას, მობილურობის გაუმჯობესებას და ფუნქციების აღდგენას.
  • პოსტოპერაციული რეაბილიტაცია: ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ფიზიოთერაპია ხელს უწყობს აღდგენის პროცესს, ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას, აუმჯობესებს ძალასა და მოქნილობას. ის პაციენტს ეხმარება ნორმალური ცხოვრების რიტმის სწრაფად დაბრუნებაში.
  • ნევროლოგიური დაზიანებები: ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა ინსულტი, გაფანტული სკლეროზი და პარკინსონის დაავადება, ფიზიოთერაპია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოძრაობის, კოორდინაციის და საერთო ფიზიკური ფუნქციის გაუმჯობესებაში. ის ეხმარება პაციენტებს დამოუკიდებლობის აღდგენასა  და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
  • კარდიოპულმონალური რეაბილიტაცია: ფიზიოთერაპია ეფექტურია გულისა და ფილტვის დაავადებების მქონე პაციენტების მართვისა და რეაბილიტაციისათვის. იგი მოიცავს ისეთ სამკურნალო ვარჯიშებს და ტექნიკას, რომლებიც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის  ფუნქციურ მდგომარეობას, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობას და საერთო კეთილდღეობას.
  • სპორტული დაზიანებები: სპორტსმენებისათვის ფიზიოთერაპია წამყვანია როგორც ტრავმის პროფილაქტიკისათვის, ასევე პოსტტრავმული რეაბილიტაციისთვის.
  • ქრონიკული ტკივილის მართვა: ინტერვენციებით, როგორიცაა ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია, სამკურნალო ვარჯიშები და სხვა, წარმატებით იმართება როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ტკივილი (მაგ: ართრიტის, ფიბრომიალგიის და ქრონიკული ზურგის ტკივილის დროს). ეს მიდგომა ხელს უწყობს ფუნქციის გაუმჯობესებას და ამცირებს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე დამოკიდებულებას.
  • პედიატრიული მდგომარეობები: განვითარების შეფერხების, ცერებრალური დამბლის ან სხვა თანდაყოლილი დაზიანებების დროს, ფიზიოთერაპია ხელს უწყობს მოძრაობის, სიძლიერის და კოორდინაციის გაუმჯობესებას.
  • გერიატრიული ზრუნვა: ხანდაზმულებისათვის, ფიზიოთერაპია ხელს უწყობს მოქნილობის, სიძლიერისა და წონასწორობის შენარჩუნებას, ამცირებს დაცემის რისკს და აძლიერებს დამოუკიდებლობას.

ფიზიკური რეაბილიტაციის მეთოდები

ფიზიკური რეაბილიტაცია იყენებს ინტერვენციების ფართო სპექტრს. რამდენიმე ძირითადი მეთოდი, რომელიც ფიზიოთერაპიაში გამოიყენება, არის:

  • სამკურნალო ვარჯიშები – ფიზიოთერაპიის ძირითადი კომპონენტია. მიზნად ისახავს ძალის, მოქნილობის, წონასწორობისა და გამძლეობის გაუმჯობესებას. ვარჯიშების სახეობებია: ძალისმიერი ვარჯიშები, გაწელვები, აერობული ვარჯიშები, ბალანსისა, კოორდინაციის ვარჯიშები და სხვა.
  • ელექტროთერაპია – გამოიყენება ტკივილების შესამსუბუქებლად.
  • ულტრაბგერითი თერაპია – ულტრაბგერითი ტალღებით რბილ ქსოვილებზე ზემოქმედება ისეთ შედეგებს იძლევა, როგორიცაა სისხლმომარაგებისა და ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესება, ანთებისა და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღება, აღდგენა-რეგენერაციული მექანიზმების გააქტიურება.
  • ჰიდროთერაპია – გულისხმობს წყალში შესრულებულ ვარჯიშებს. წყლის ბუნებრივი წინააღმდეგობის ძალა, ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას დამატებითი წონის გამოყენების გარეშე.
  • სიცივისა და სიცხის თერაპია – თერმული მეთოდები გამოიყენება ტკივილის სამართავად, ანთების შესამცირებლად და შეხორცების ხელშეწყობისათვის.
  • მანუალური თერაპია – სახსრების, კუნთების და რბილი ქსოვილების მობილიზაციის მეთოდია. ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს მოქნილობას.

 

ასევე იხილეთ