left_sabechdi

რა არის შროტის მეთოდით თერაპია?

შროტთერაპია სქოლიოზის მკურნალობის არაინვაზიური მეთოდია. ის მოიცავს სპეფიციკურ  ვარჯიშებს და სუნთქვით პატერნებს, რომლებიც მორგებულია თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. თერაპია მიზნად ისახავს დეროტაციას, პოზიციის კორექტირებას, კუნთების სიმეტრიის გაუმჯობესებას და სქოლიოზის პროგრესირების შეჩერებას.   მეთოდის ძირითადი აქცენტებია:

  1. სამგანზომილებიანი კორექცია
  2. სუნთქვის სწორი ტექნიკა
  3. სწორი პოზიციონირება

როდის გამოიყენება შროტთერაპია?

შროტთერაპია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, სქოლიოზის  და კიფოზის მკურნალობის ოქროს სტანდარტია. განსაკუთრებით ეფექტურია  შემდეგი ტიპის სქოლიოზის დროს:

  • მოზარდთა იდიოპათიური სქოლიოზი (AIS): სქოლიოზის ყველაზე გავრცელებული ტიპია,რომელიც დიაგნოსტირდება 10-18 წლის ასაკში.
  • ზრდასრულთა დეგენერაციული სქოლიოზი: სქოლიოზის ეს ფორმა ვითარდება მალთაშუა დისკების დეგენერაციის გამო,ჩვეულებრივ გვხვდება ხანდაზმულ ასაკში.

სქოლიოზის გარდა,შროტთერაპია გამოიყენება პაციენტებში,რომელთაც აქვთ კიფოზი და სხვა პოსტურალური დარღვევები.

შროტთერაპიის ძირითადი კომპონენტები

  • ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამები: თითოეული პაციენტი იღებს ინდივიდუალურ სავარჯიშო გეგმას კობის კუთხის და ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაყრდნობით. ასეთი მიდგომა ვარჯიშების ეფექტურობას ზრდის და მიზანმიმართულია ხერხემლის კონკრეტული სეგმენტებისკენ.
  • სუნთქვის ტექნიკა: სწორი სუნთქვა შროტთერაპიის გადამწყვეტი ელემენტია. ხელს უწყობს გულმკერდის გაფართოებას და აუმჯობესებს ფილტვის ფუნქციას.
  • პოზის გაუმჯობესება: თერაპიისას დიდი ყურადღება ექცევა სწორი პოზის შენარჩუნებას.

შროტთერაპიის ბენეფიტები

  • კვლევებმა აჩვენა, რომ სწორად და თანმიმდევრულად ჩატარებული შროტთერაპია ხერხემლის გამრუდების ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს.
  • გაუმჯობესებული პოზა და კუნთების ბალანსი ამცირებს სქოლიოზთან დაკავშირებულ ტკივილს.
  • პაციენტებს, შროტთერაპიის შემდეგ, უუმჯობესდებათ ფიზიკური ფუნქცია და მობილურობა, რაც მათ საშუალებას აძლევთ, სრულად ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში.
  • ბავშვებსა და მოზარდებში შროტთერაპია გადამწყვეტ როლს თამაშობს. მისი მეშვეობით შესაძლებელია სქოლიოზის პროგრესირების შეჩერება.
  • სუნთქვითი ვარჯიშები, რომელიც შროტთერაპიის შემადგენელი ნაწილია, ხელს უწყობს ფილტვების ტევადობის გაზრდას და სუნთქვის გაუმჯობესებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე გამრუდების მქონე პაციენტებისთვის.
  • ფიზიკური სიმპტომების გაუმჯობესებასთან ერთად, ბევრი პაციენტი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიღწევასაც აღნიშნავს.
ასევე იხილეთ