left_sabechdi

შროტთერაპია „ახალი ხედვის“ სარეაბილიტაციო ცენტრში

შროტის მეთოდი სქოლიოზის თერაპიული მკურნალობის ოქროს სტანდარტია. ეს მეთოდი ხელმისაწვდომია „ახალი ხედვის“ სარეაბილიტაციო ცენტრში. შროტთერაპიამ პოვა საერთაშორისო აღიარება, ვინაიდან ამ არაქირურგიული მეთოდით ხდება პოზის გაუმჯობესება და მცირდება სქოლიოზის ხარისხი.  

შროტის მეთოდი კატარინა შროტმა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიმუშავა, იგი მოიცავს სპეციფიურ ვარჯიშებს და სუნთქვით პატერნებს. მეთოდი კონსერვატიული მკურნალობის ტექნიკაა და მორგებულია თითოეული პაციენტის მდგომარეობაზე

მეთოდის მიზანია:

  1. სამგანზომილებიან კორექცია
  2. სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესება
  3. სწორ პოზიციონირება და ტკივილის შემცირება

შროტთერაპიის ბენეფიტები

  • შროტის მეთოდი სქოლიოზის კონსერვატული მკურნალობის ყველაზე  ეფექტური საშუალებაა 
  • გაუმჯობესებული პოზა და კუნთების ბალანსი ამცირებს სქოლიოზთან დაკავშირებულ ტკივილს. 
  • პაციენტებს,შროტთერაპიის შემდეგ,უუმჯობესდებათ ფიზიკური ფუნქცია და მობილურობა,რაც მათ საშუალებას აძლევთ სრულად ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში. 
  • სუნთქვითი ვარჯიშები,რომელიც შროტთერაპიის შემადგენელი ნაწილია,ხელს უწყობს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის გაზრდას და სუნთქვის გაუმჯობესებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე გამრუდების მქონე პაციენტებისთვის. 
  • ფიზიკური სიმპტომების გაუმჯობესებასთან ერთად,ბევრი პაციენტი აღნიშნავს ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიღწევასაც. 

როგორ მუშაობს შროტთერაპია?

შროტის თერაპია აერთიანებს სუნთქვით პატერნს და სპეციფიკურ ვარჯიშებს. გამოყენებული სავარჯიშოები ეფუძნება გამრუდების ტიპსა და ხარისხს. ვარჯიშები კეთდება სარკეების წინ,რათა პაციენტმა დაინახოს, როგორ პოზიციაშია და როგორ მოძრაობს სხეული. 

რა შედეგებს უნდა ელოდოთ შროტთერაპიის პროგრამის დასრულების შემდეგ?

პაციენტთა უმრავლესობას, შესამჩნევად უუმჯობესდებათ პოზა და უმცირდებათ გამრუდების ხარისხი. პროგრამის ხანგრძლივობა განსხვავდება,თუმცა საშუალოდ 1 კურსის ფარგლებში მოიცავს 20 სესიას. ვარჯიშების მთავარი მიზანი,სქოლიოზის პროგრესირების პრევენციაა. გარდა მრუდის კორექტირებისა,შროტის პროგრამის შედეგები შეიძლება მოიცავდეს: 

  • გაუმჯობესებულ პოზას
  • სხეულის გაუმჯობესებულ სტაბილურობასა და ძალას
  • სუნთქვის გაუმჯობესებას
  • ტკივილის შემცირებას
  • ფუნქციების გაუმჯობესებას
  • მენჯის ასიმეტრიის კორექციას
ასევე იხილეთ