left_sabechdi

კომუნალური გადახდების სივრცე „თიბისი ფეიზე“

კომუნალურების გადახდა ყოველთვე გვიწევს, თანხის ოდენობა კი სეზონების მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება. თუკი შენც გაწუხებს შფოთვა კომუნალურების გადახდის დროს, მაშინ გამოიყენე „თიბისი ფეის“ სერვისები და გაიმარტივე ციფრული გამოცდილება.

როგორ შეგიძლია გაიმარტივო გადახდის პროცესი თიბისი ფეიზე?

 

  • შეინახე ის სერვისები, რომელთაც ხშირად იხდი და დაზოგე დრო;
  • ჩართე შეხსენებები, რათა არ გამოგრჩეს მოახლოებული გადასახადები;
  • შეინახე საბანკო ბარათების ინფორმაცია საიმედო სერვერზე;
  • შექმენი შაბლონი და დაიმახსოვრე აბონენტის ნომერი; 
  • ჩართე ავტომატური გადახდა და პლატფორმა თავად გადაიხდის მითითებულ რიცხვში;
  • შეინახე ელექტრონული ქვითარი და იყავი მშვიდად.

 

ყველა ამ მახასიათებლის გათვალისწინებით, თიბისი ფეიზე კომუნალურების გადახდა მართლაც უმარტივესი გამოცდილებაა. აქ თავად წყვეტ, როგორი ტიპის სერვისი გირჩევნია და სრულად ირგებ პროცესს საკუთარ საჭიროებებზე.

„თიბისი ფეის“ გუნდი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ პლატფორმებზე არსებული ნებისმიერი პროცესი იყოს მაქსიმალურად იოლი და სწრაფი, ხოლო მომხმარებლები კი ნებისმიერ ტრანზაქციას ასრულებდნენ მარტივად, ზედმეტი შფოთვის გარეშე.

ასევე იხილეთ