left_sabechdi

როგორ უნდა შეარჩიო თმის საღებავი

სწორად შერჩეულ თმის ფერს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს მთლიან იმიჯსა და  გარეგნობაზე. მას შეუძლია მეტად წარმოაჩინოს ჩვენი ბუნებრივი სილამაზე და თავდაჯერებულობაც შეგვმატოს.

თუ თმის შეღებვა გადაწყვიტე და არ იცი, სწორად, როგორ შეარჩიო თმის საღებავი, განაგრძე კითხვა, რამდენიმე საინტერესო რჩევას გაგიზიარებთ.

იმისთვის, რომ თმის საღებავი სწორად შეარჩიო, გაითვალისწინე შენი გარეგნობის მნიშვნელოვანი შტრიხები:

კანის ფერი: კანის ტონი გადამწყვეტ როლს თამაშობს იმის დადგენაში, თუ რომელი თმის ფერი მოგიხდება განსაკუთრებულად.

ამასთანავე, შენი ბუნებრივი თმის ფერი გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად მარტივად მიიღებს თმა სასურველი ფერის პიგმენტს.

თუ სალონური პროცედურები არ გიყვარს და შენი თმისთვის  ბევრი დროის დახარჯვას არ აპირებ, აირჩიე მაქსიმალურად შენს ბუნებრივ ფერთან მიახლოებული საღებავი.

პირველ რიგში, გაიარე კონსულტაცია პროფესიონალთან, რომელიც გაგიზიარებს პერსონალურ რჩევებს.

ასევე იხილეთ