left_sabechdi

რა უნდა გაითვალისწინო გაზის გამათბობლის შერჩევისას

გაზის გამათბობლები გათბობის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი, ეფექტური და ბიუჯეტური საშუალებაა. ის ჩართვიდან მომენტალურად ათბობს მთლიან სივრცეს.

ბაზარზე გაზის გამათბობლების ძალიან დიდი არჩევანი. ისინი ერთმანეთისგან ფასით, ფორმით, დიზაინით, კვადრატულობით, სიმძლავრით და სხვა მონაცემებით განსხვავდება.

უკრაინული გამათბობელი

ყველაზე დიდი პოპულარობით საქართველოში უკრაინული გაზის გამათბობელი akog სარგებლობს. მისი პოპულარობა განაპირობა უსაფრთხოების მაღალმა სტანდარტებმა –  დახურული წვის კამერა, არ აგროვებს ოთახში მომწამლავ აირს CO-ს  ოთახში და არ მოიხმარს ჟანგბადს ოთახიდან.

ამ გამათბობელს აქვს ელექტრონული, ავტომატური ანთება, ეკონომიურია და სწრაფად ათბობს ოთახს.

მისი ინსტალაცია ძალიან მარტივია და სითბოს დაბალი დანაკარგები აქვს.

ახალი გაზის გამათბობლის შეძენა ყველაზე სწორი და უსაფრთხო გადაწყვეტილებაა.

როგორ შევარჩიოთ გაზის გამათბობელი

თუ გაზის გამათბობლის შეძენა გადაწყვიტე და არ იცი, რა დეტალებს მიაქციო ყურადღება, განაგრძე სტატიის კითხვა, ეს ინფორმაცია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.

ყურადღება მიაქციე გამათბობლის ეკონომიურობას, რეკომენდებულ ფართს, წვის კამერის ტიპს და თერმოსტატს.

ზუსტად განსაზღვრე გასათბობი ფართის კვადრატულობა და ჭერის სიმაღლე, რომელიც 3 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

არსებობს გაზის გამათბობლები ღია და დახურული წვის კამერებით. ღია წვის კამერა ჟანგბადს ოთახიდან მოიხმარს და ოთახში აბრუნებს მომწამლავ აირს CO-ს. დახურული წვის კამერა კი პირიქით – ამდიდრებს სახლს ჟანგბადით და უსაფრთხოა.

„ექსტრაზე“ შეგიძლია შეარჩიო გამათბობლები შენთვის სასურველი კვადრატულობით. აღმოაჩენ ისეთ ცნობილ და მოთხოვნად ბრენდებს, როგორებიცაა AKOG, Tam-Kera და სხვა.

ყურადღება მიაქციე, რომ გაზის გამათბობლის მონტაჟი მოხდეს უსაფრთხოების წესების ზუსტი დაცვით. მისი ინსტალაცია უნდა განახორციელოს სპეციალისტმა.

აირჩიე შენთვის სასურველი მოდელი და შეხვდი ცივ სეზონს მომზადებული.

ასევე იხილეთ