left_sabechdi

კახა კალაძე: როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, სანქციებით ვერავინ დამაშანტაჟებს

„საქართველოს ინტერესები არ ითმობა“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის დასმულ კითხვას, ხედავს თუ არა საკუთარ თავს სანქცირებულ პოლიტიკოსებს შორის.

მისი განმარტებით, სხვადასხვა ძალის ინტერესების სასარგებლოდ საქართველოს ვერავინ გამოიყენებს.

„ვერავინ დამაშანტაჟებს სანქციებით, როდესაც ქვეყნის და ხალხის ინტერესს ეხება საქმე. საქართველოს ინტერესები არ ითმობა. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვიღაცის ინტერესის გასატარებლად ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული და მივიღოთ ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ