ვიქტორ ორბანს დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხის განხილვა სურს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხის განხილვა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
ორბანი ტრამპს მიმდინარე კვირაში ფლორიდის შტატში შეხვდება.
პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები გარდაუვალია, რადგან „კიევი ვერ დაამარცხებს რუსეთს“, ხოლო „რუსეთს არ შეუძლია დაამარცხოს მთელი დასავლეთი“.