left_sabechdi

კახა კალაძე: საჭიროა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პრობლემა არ შეექმნას

„მნიშვნელოვანია არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევა იმ მავნებლების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგებიან“, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს  გაერო-ს ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ტექსტში საქართველოს მხრიდან „თავდაუსხმელობის აქტის“ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა განიხილება.

„მავნებლები ხართ, ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას. შემთხვევით არ უსაუბრია ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს,  რომ მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათი მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები. ამ ყველაფერს სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ ქვეყანას არ შეექმნას პრობლემები თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ