left_sabechdi

მარტვილში მეურნეობა-ლედგებეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება.

დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მეურნეობა-ლედგებეს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონისა და ცემენტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ,  მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ელდარ თოდუასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზა რეაბილიტირდება ასფალტობეტონის და ცემენტობეტონის საფარით, ასევე მოეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები, ლითონის მილები ბეტონის სათავისებით და ეზოებში შესასვლელები. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.

პროექტის ღირებულება 1 687 700 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველო“ ახორციელებს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ასევე იხილეთ