რატი ბრეგაძე: საუბარი იმაზე, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ხელს შეუწყობს საქართველოში დეპოლარიზაციის საკითხს, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ დასაბუთებას არის მოკლებული
“საუბარი იმაზე, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ხელს შეუწყობს საქართველოში დეპოლარიზაციის საკითხს, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ დასაბუთებას არის მოკლებული,” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად, მას არ შეუძლია იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.
„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად დაცულია. მას დაახლოებით 3100 ვიზიტორი ჰყავდა და ალბათ ნებისმიერ ევროპულ თუ სხვა ქვეყანას გაუჭირდება მოიყვანოს ეს სტატისტიკა იმ პატიმრის მიმართ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით ორწელიწადნახევარია იმყოფება. საუბარი იმაზე, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ხელს შეუწყობს საქართველოში დეპოლარიზაციის საკითხს არის მოკლებული, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ დასაბუთებას, რადგან მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და აქედან გამომდინარე მას არ შეუძლია იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, ასევე ის ვერ მიიღებს ვერც აქტიური და ვერც პასიური საარჩევნო ხმით არჩევნებში მონაწილეობას“, – აღნიშნა ბრეგაძემ.