ირაკლი კირცხალია “ნაცმოძრაობასთან” გაერთიანების შესახებ გვარამიას უარზე: უნიჭო სპექტაკლის მეორე მოქმედება, უნიჭო გაგრძელება
“უნიჭო სპექტაკლის უნიჭო გაგრძელება”, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების ინიციატივას და ამავე ინიციატივაზე გვარამიას უარს.
„უნიჭო სპექტაკლის მეორე მოქმედება, უნიჭო გაგრძელება – ახლა სააკაშვილის მხრიდან. ისინი არიან ერთი ორგანიზმის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები. ზოგი პირდაპირ წევრი იყო ან ზოგის საქმიანობა 100%-ით იყო აფილირებული იმ სისხლიან რეჟიმთან, რომელსაც 2012 წლამდე ვხედავდით, სამწუხაროდ და 2012 წლის შემდეგ უკვე დესტრუქციით, ღალატით, უსამშობლოობით აგრძელებენ ოპოზიციაში ქვეყნის და ყველა მისი ინსტიტუტის ნგრევას“, – აცხადებს კირცხალია.