კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში ახალი სასწავლო წელი თანამედროვე სტანდარტებით განახლებულ სკოლაში დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სკოლას ეწვივნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სკოლა აღჭურვა ყველა შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.
სკოლის სრული რეაბილიტაციისათვის 3 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები განხორციელდა.
300 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.