leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო ცენტრში, ჯანდაცვის  სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა.

უწყების ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სტაჟირება მათ მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. მისივე განმარტებით, ახალგაზრდების როლის გაძლიერება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მინისტრმა ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მოგახსენებთ, რომ საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი 2024 წლის 1 იანვრიდან გახდა. კანონის მიხედვით, ეს ანაზღაურება კონკრეტული საჯარო მოხელის ანაზღაურებასთანაა გათანაბრებული.

ასევე იხილეთ