გიორგი აბაშიშვილი საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების თაობაზე მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას შეგნებულ დეზინფორმაციას უწოდებს
„ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი 6 მარტს „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოს მიერ, საერთაშორისო სანქციების აღსრულების თაობაზე „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
„[სანქციების აღსრულებაზე] კითხვის ნიშნები არ აქვთ ჩვენს მთავარ პარტნიორებს. ამ [„რადიო თავისუფლების“] სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ჩემი აზრით, არის შეგნებული დეზინფორმაცია. სამწუხაროდ არის შეგნებულად რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობა საქართველოსადმი. საქართველო არის პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების ერთგული“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.