დიმიტრი პესკოვი: სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როგორც კი რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს
“სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როგორც კი რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ნებისმიერი ომი, ასე თუ ისე, მშვიდობით სრულდება. ჩვენთვის, ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. როგორც კი ამ მიზნების, ამა თუ იმ გზით, მიღწევა მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, დიმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
„ეს ჩვენი პრიორიტეტული ინტერესის საკითხს არ წარმოადგენს, ჩვენ ჩვენი პრობლემებითა და დღის წესრიგით ვცხოვრობთ. ეს ჩვენთვის ნომერ პირველი საკითხი არ არის“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.