leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთი შინ და გარეთ ძალიან გაერთო რუსული სტილის ნარატივით, რომელიც ხელისუფლებას და ხალხს ყოფს

“ამ დოკუმენტის შემდგენი ვინც არის და ხელის მომწერი, ყველა ამბობს, რომ ქართველი ხალხი ვართ ბანანის რესპუბლიკა, რომელსაც არ გვაქვს უნარი, ჩვენი ხელისუფლება ავირჩიოთ და დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ, დემოკრატიულ ვადაში – ოთხი წელი მართოს ქვეყანა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით.

„სერიოზულად უნდა დავუფიქრდეთ, რა არის ეს ქარტია. ეს ე.წ ქარტია, რომელიც ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას 1 წლით და ა.შ., ფაქტობრივად არის დოკუმენტი, რომელიც ამ პოზიციაზე მართალია ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტ მხარდაჭერილმა, მაგრამ ფორმალურად, პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა შეადგინა და საქართველო გამოაცხადა „ბანანის რესპუბლიკად“. საქართველოს და ქართველ ხალხს თურმე არ შეუძლია აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას 4 წელი მართავს. თურმე დროებითი კონგლომერატები უნდა შეიქმნას. ასეთი რამ ჩვენ გვქონდა 90-იანი წლების დასაწყისში შეიძლება, როდესაც რაღაც საბჭოები იქმნებოდა დესტაბილიზირებულ ქვეყანაში. ამ დოკუმენტის შემდგენი ვინც არის და ხელის მომწერი, ყველა ამბობს, რომ ქართველი ხალხი ვართ ბანანის რესპუბლიკა, რომელსაც არ გვაქვს უნარი, ჩვენი ხელისუფლება ავირჩიოთ და დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ, დემოკრატიულ ვადაში – ოთხი წელი მართოს ქვეყანა. აქვე ჩანს, როგორ ხედავს ის [პრეზიდენტი] ქართველ ხალხს. მისი ცნობილი გამონათქვამი არის „ხალხთან, მაგრამ ცოტა მაღლაო“, თუმცა ნამეტანი მაღლა ავიდა ქალბატონი სალომე და დაგვყურებს ჩვენ – ქართველ ხალხს როგორც შეუმდგარ ერს, შეუმდგარ სახელმწიფოს, რომელსაც იმის უნარიც კი არ გვაქვს, რომ ხელისუფლება ავირჩიოთ და გვქონდეს ის დემოკრატიული ვადები, რომელიც ნორმალურ ქვეყნებში არის. ამით გამოგვაცხადა არანორმალურ ქვეყნად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ