leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: ამნისტია ჰუმანური აქტია და არ შეიძლება, ის გამოიყენონ პოლიტიკურ იარაღად, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს

“ამნისტია ჰუმანური აქტია და ამას ბევრი შრომა სჭირდება იმისთვის, რომ გარკვეულ ჩარჩოებში მოხდეს ამ ჰუმანური ჟესტის გაკეთება სახელმწიფოს მხრიდან”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

“არ შეიძლება, ამნისტია გამოიყენონ პოლიტიკურ იარაღად, რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი”,  – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

17 სექტემბერს, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ამნისტიის კანონს ჯერჯერობით ხელს არ აწერს.

ასევე იხილეთ