left_sabechdi

დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც  შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე იხილეთ