leaderboard_below_slide
left_sabechdi

პაპუაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში გარე ჩარევებზე: ყველას მოვუწოდებ, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რომელ სტანდარტსაც სხვებს უყენებენ – თავად არ უნდა იქცეოდე ისე, რის წინააღმდეგაც სიტყვით იბრძვი

“ყველას მოვუწოდებ, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რომელ სტანდარტსაც სხვებს უყენებენ – თავად არ უნდა იქცეოდე ისე, რის წინააღმდეგაც სიტყვით იბრძვი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიაში გარე ჩარევებზე საუბრისას.

„დღეს, როდესაც, დასავლური სამყარო რუსეთთან დაპირისპირებაშია სწორედ იმის გამო, რომ სწორედ რუსეთი არღვევს გაეროს წესდებით გათვალისწინებულ ჩაურევლობის პრინციპს და სხვა ქვეყნის შიდა საკითხებში ერევა, თავად არ უნდა იქცეოდე ისე, რის წინააღმდეგაც სიტყვით იბრძვი. რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში. უცხოელი პოლიტიკოსები ჩამოდიან და ამა თუ იმ მხარის პირდაპირ პოლიტიკურ პოზიციებს იკავებენ. ეს არის გავლენა ამომრჩეველზე, რაც არის ანტიდემოკრატიული. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რომელ სტანდარტსაც ისინი სხვებს უყენებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ