„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას მიერ საარჩევნო სიის ხუთეულში შეყვანის სანაცვლოდ შოთა შალელაშვილისთვის 2 მილიონი ლარის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. მისი შეფასებით, გიორგი გახარიას აღარავინ იღებს და მან გადაწყვიტა, ბიზნესმენებისგან მაინც აიღოს რაიმე ფული.
„ცნობილი იუმორისტული გამონათქვამი რომ არის – „არც აქანა მიიღებენ და არც იქანა“, ეს დაემართა გახარიას. არც ხელისუფლებაში დაედგომებოდა, არც ოპოზიციაში იღებენ და დარჩა პოლიტიკური ღამურას როლში. არავინ აღარ იღებს და როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ვიღაც ბიზნესმენებისგან მაინც აიღოს რაიმე ფული და შალელაშვილთან ეს შეხვედრაც მაგას უკავშირდება, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს – იცის, რომ აღარავინ დააფინანსებს, მარტო მოუწევს, როგორც ჩანს, გასვლა, და ჰპირდება ამ ბიზნესმენს, რომ როგორმე ხუთეულში მოახვედრებს. რა შანსები აქვს ახლა გახარიას, თვითონ განსაჯონ. აღარც მას ხელისუფლებაში დაედგომებოდა იმიტომ, რომ შეეკრა უცხოურ ძალებს და აღარც ოპოზიციაში იღებენ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი გახარია შოთა შალელაშვილს პარტიულ სიაში, ხუთეულში ადგილის სანაცვლოდ 2 მილიონ ლარს სთხოვს.