left_sabechdi

გიორგი ვოლსკი ლაგაზიძის და გიგაურის ორგანიზაციებზე: ის, რომ პოლიტიკურ ველზე არიან შემოჭრილები, არც თვითონ დაუმალავთ არასოდეს, უნდა გაასაჯაროონ, რა თქმა უნდა, ფინანსები

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“(ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციების) იდეა არის დაძაბულობის, უნდობლობის, დაპირისპირებების და საერთაშორისო, ნეგატიური შეფასებების გამოწვევა საქართველოს მიმართულებით. ამას აკეთებენ, თორემ ის, რომ პოლიტიკურ ველზე არიან შემოჭრილები, არც თვითონ დაუმალავთ არასოდეს. უნდა გაასაჯაროონ რა თქმა უნდა [ფინანსები], ამას თქმა რათ უნდა?!”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი გავრცელდება.

ასევე იხილეთ