left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს სარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება

„ამ ქვეყნის მომავალს და ბედს ქართველი ხალხი წყვეტს, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი წერს:

„გაუქმდა მიღებაზე დასწრება. ჯერ გამოგზავნილი იყო მოწვევა, შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რადიკალურ ოპოზიციას,რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და სულს ღაფავს, როგორმე ამ ქმედებებით დაეხმარონ. ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს სარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება.

უცხოურ ძალებს მცდელობა აქვს, პირდაპირ საელჩოებში იგეგმება სხვადასხვა კამპანიები, თუ რა და როგორ გაკეთდეს, როგორ დაიგეგმოს. დააკვირდით ოპოზიციურ რადიკალურ სპექტრს, რომელიც წარმოდგენილი არის, ხალხს კი არ ესაუბრებიან, ისინი საარჩევნო კამპანიებს საელჩოებში და უცხოელებისთვის აკეთებენ.

ამ ქვეყნის მომავალს და ბედს ქართველი ხალხი წყვეტს, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას.

საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის მითითებებით. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესს. „მეორე ფრონტი“ არ და ვერ იქნება, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდება“, – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ